1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პროტესტმა აუდიტორიიდან რუსთაველზე გადაინაცვლა და ის ისეთი ურყევი იყო რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელი რეჟიმი დათმობაზე დაიყოლია" - გიორგი კაპანაძე დედა-ენის დღის შესახებ

"1978 წლის 14 აპრილს, პროტესტმა აუდიტორიიდან რუსთაველზე გადაინაცვლა და ის ისეთი ურყევი იყო რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელი რეჟიმი დათმობაზე დაიყოლია.

მოსკოვმა, გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნებული კონსტიტუციის ახალი პროექტის 78-ე მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდათ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გააუქმა.

მაშინ, საქართველოს სტუდენტებმა შეძლეს და გაბედეს ის, რაც ყველაზე არაადამიანური, ანტიჰუმანური და მონსტრი საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში აზრადაც არავის მოსვლია. 

თავისუფლებისა და სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს დამოუკიდებლობის შემორჩენილი კუნძული - სახელმწიფო ენის სტატუსი (რადგან იცოდნენ რომ "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"). მადლობა ამისათვის.

დედა ენის დღეს გილოცავთ", - ასე ეხმაურება ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე დედა-ენის დღესა და 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები