0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მუხთარლის გატაცებაზე"? - ევროსაბჭოს წევრის კითხვა ბახტაძეს

ევროსაბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესა და მიმდინარე გამოძიებაზე დაუსვეს კითხვა.

„გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, - ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მამუკა ბახტაძეს.

ბახტაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის თემა ძალიან სენსიტიური საკითხია, გამოძიება მიმდინარეობს და ის შეფასებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები