0 9 : 0 4
 | 

პოლიტიკა

საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში 500 ათას ევროს შეიტანს - ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში მადლიერების ნიშნად 500 ათას ევროს შეიტანს. მისივე თქმით, საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით.

"რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით — ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×