1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის პოლიტიკის შედეგი - მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის პოლიტიკის შედეგი. ცოტა ხნის წინ, მთავარ პროკურატურასთან, რომელსაც ოლიგარქის პირადი ადვოკატი ხელმძღვანელობს, მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. 

ამ წუთებში, მთავარ პროკურატურასთან, სადაც მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა, სახანძრო, საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. 

მამაკაცი კი, რომელმაც ბენზინი გადაისხა, მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტს - ისაუბროს თუ არა, ღიად, მომხდარის მიზეზების თაობაზე. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილის მარიონეტული პოლიცია-პროკურატურისაგან გამწარებული მოქალაქეები თავის დაწვას ცდილობენ.

მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ, მოქალაქემ პოლიციელების თვალწინ გადაისხა ბენზინი და თავის დაწვა სცადა.

ამის მიზეზი კი, პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და აგენტობის იძულება იყო.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს (რომელიც თვლის რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ამას საქართველოს მოქალაქეები ვერ ხვდებიან), მას, როგორც ჩანს, ადამიანების ბედი კი არა, თავისი კლანის ფინანსური ინტერესები ადარდებს და მიზნის მისაღწევად არც ქონების მიტაცებას ერიდება და არც - ბიუჯეტის ძარცვას.

ეს მაშინ, როდესაც საქართველოს გაღარიბებული და გამწარებული მოქალაქეები თვითმკვლელობის მცდელობაზეც კი მიდიან იმისათვის რომ ივანიშვილსა და მის ჯიბის პროკურატურას თავიანთი ხმა გააგონონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები