1 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეს იყო არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე - ბოკერია

ეს იყო არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლის შეფასებისას. 

"სამარცხვინო და ერთდროულად სასაცილო იყო ეს რაღაც ჯვაროსნული ლაშქრობა იმ სიმბოლოების მიმართ რომელიც დაკავშირებული იყო მათი აზრით წინა ხელისუფლებასთან. რეალურად ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სიმბოლო. არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. ის, რომ ახლა ამ თავის აბსოლუტურად სულელურ და სამარცხვინო საკითხშიც ორმაგი სტანდარტი აქვთ და აქაც არ არიან თანმიმდევრულები, კიდევ ერთი ნიშანია ივანიშვილის გუნდის არაგულწრფელობის და ფარისევლობის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები