0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის, 32 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს

თემურ აბაზოვმა განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის განცხადებით, საკრებულოს მიმართა, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, განაცდური ხელფასის 32 ათასი ლარის ანაზღაურების მიღებაზე, მერიამ უარი უთხრა. 

მერიამ აღნიშნული საკითხი განიხილა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა.

მერიის წერილი გადაიგზავნა საკრებულოში, საკრებულო თავის ნაწილში იმსჯელებს და თემურ აბაზოვს საბოლოო პასუხს აცნობებს.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დარწმუნებული იყო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მას 8 თვის განაცდურ ხელფასს აუნაზღაურებდა.

აბაზოვის განმარტებით, მას განაცდური ხელფასი კანონიერად ეკუთვნის და საკრებულოს ამიტომ მიმართა. მისივე თქმით,  ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და განაცდური ხელფასი ამიტომ მოითხოვა.

რუსთავის სასამართლომ, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მარნეულის საკრებულომ, თემურ აბაზოვს, მისივე განცხადების საფუძველზე, 12 თებერვალს მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები