0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი - ნებისმიერ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილსაც და ირმა ინაშვილსაც უფლება აქვს, იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც

ნებისმიერ ადამიანს, იქნება ბიძინა ივანიშვილი, თუ ირმა ინაშვილი, აქვს უფლება, იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, უკავშირებს თუ არა შუალედურ არჩევნებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოს რეგიონში ჩასვლას.

„სიმართლე გითხრათ, არაფერს ვუკავშირებ. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ბიძინა ივანიშვილი, თუ ირმა ინაშვილი, აქვს უფლება იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც. მით უმეტეს, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, უნდა ჩადიოდეს რეგიონებში, ხვდებოდეს ადამიანებს და ამას მე ყოველდღიურად ვაკეთებ“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები