1 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სტოლტენბერგი ზურაბიშვილს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური მიღება მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, სალომე ზურაბიშვილი და იენს სტოლტენბერგი გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ.

იენს სტოლტენბერგს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვია, ვიზიტი დღეს დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები