1 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გლეხ ბიძინა ივანიშვილს რაინდის წოდება მიანიჭა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელიც თავს სამეფო დინასტიის მემკვიდრედ მიიჩნევს, გლეხ ბიძინა ივანიშვილს დიდი ჯაჭვის რაინდის წოდება მიანიჭა.

„ბიძინა ივანიშვილი ორდენის დიდი ჯაჭვის რაინდია. ორდენის ისნიგნია მას პრემიერ-მინისტრობის დროს გაუგზავნეს. 

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ორდენის კავალერია, ითვლება რაინდად. რაინდის ექვივალენტი არის კავალერი. 

შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილი არის დიდი ჯაჭვის კავალერი ან რაინდი“, - აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე სააგენტო 2020-თან საუბარში. 

ადვოკატი ამტკიცებს რომ ორდენის დიდი მაგისტრი დავით ბაგრატიონ-მუხრანელია.

ამავე დროს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც თურმე ორდენის დიდი მაგისტრიც ყოფილა, ბაგრატიონთა მეორე შტოს შესახებ “გლეხურ” ხმებს ავრცელებს. 

მისი თქმით, ნუგზარ ბაგრატიონი, სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა, რაც 15 წლის წინ საპატრიარქოს მიერ საიდუმლოდ ჩატარებულმა დნმ-ის კვლევამ დაადასტურა. 

თუ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, რატომ არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ბატონი ბიძინა აღმოჩნდეს ბაგრატიონი და რომელიმე კვლევით “გაირკვეს” რომ რაინდ ივანიშვილის წინაპრები სინამდვილეში სამეფო გვარის წარმომადგენლები იყვნენ?

გამოყენებულია სააგენტო 2020-ის კომენტარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები