0 7 : 1 9
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის უბინძურესი კამპანია ამერიკაში: საქართველოს საწინააღმდეგოდ - foxnews-ის სკანდალური ინფორმაცია

ჰილარი კლინტონის პირადი „მეილების“ შესახებ ინფორმაცია ვრცელდება და ცნობილი ხდება რომ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია, ვაშინგტოში, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მუშაობდა. 

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიმოწერის გამოაშკარავების შედეგად მოპოვებულია საიდუმლო წერილები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხების თაობაზე. 

ტექსტიდან და მეილების "სქრინიდან" ჩანს, რომ ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი (რომელიც პრემიერ-მინისტრი რუსული გავლენით გახდა) და მისი ლობისტური კომპანია ამერიკის გავლენიან პოლიტიკოსებს ქართული სახელმწიფოს შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

კერძოდ: ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანია მათ არწმუნებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ახალ ომს იწყებდა. 

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ივანიშვილმა პუტინი საქართველოზე განხორციელებული აგრესიის გამო არ გააკრიტიკა. 

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ივანიშვილმა უარი თქვა კლინტონთან შეხვედრაზეც, მაგრამ ეს არ იყო ერთჯერადი უარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. 

სავარაუდოდ, ივანიშვილი, რომელიც სტატიაში პუტინის თანამოაზრედაა მოხსენიებული, კლინტონს სწორედ იმიტომ ვერ შეხვდა რომ მისმა ლობისტურმა კომპანიებმა ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ცრუ და საქართველოსათვის დამაზიანებელი ინფორმაცია მიაწოდეს.

ჰილარი კლინტონის მეილებიდან ასევე მტკიცდება რომ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები ვაშინგტონში არც  უბინძურეს ტყუილებს ერიდებოდნენ და ამერიკელ პოლიტიკოსებს არწმუნებდნენ რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდა. 

თუმცა, 2012 წლის არჩევნებმა და მისმა შედეგებმა გვაჩვენა რომ ეს ინფორმაცია ივანიშვილისა და მისი ლობისტების მოგონილი იყო და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც  ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც.

როგორც ჩანს, რუსული მენტალიტეტის მქონე ქართველ მაფიოზსს, 2012 წლის არჩევნებისათვის ორგვარი სტრატეგია ჰქონდა:

1. ქვეყნის გარეთ, დიპლომატებს ცრუ და მავნებლურ ინფორმაციას აწვდიდა და ასე ახდენდა ნეგატიურ გავლენას ქართულ სახელმწიფოზე. 

2. ქვეყნის შიგნით კი, ამომრჩეველს, ციხის დადგმული კადრებითა და ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ხელისუფლებაზე დაბრალებით აზომბირებდა - რუსული სტილითა და „წითელი ხაზების“ გადაკვეთით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები