პოლიტიკა
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება
2019-03-20 16:55:22
მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცულებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პრეზიდენტი გახდა.
კომენტარები