0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეს საღამოდან დაიწყება

ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება - ამის შესახებ  სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეობას იღებს.

"რიგ მუნიციპალიტეტებში, ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება.

ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/c68bf

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/20b97

„კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

„ლიბერთი ბანკის" ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

„კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/083b1"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები