0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძე - მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ

ჩამოტვირთვა

"მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ," - ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრემა, ზვიად კვაჭანტირაძემ, სესიაზე გააკეთა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ მანამდე განაცხადა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მისი გადაყენების საკითხს კენჭისყრაზე მეორედ გამოიტანდა.

„ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს სესიაზე კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხის მეორედ უნდა დაეყენებინა, თუმცა, კვაჭანტირაძემ განმეორებით კენჭისყრამდე გადადგომის შესახებ თავად განაცხადა.

კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ყოფილ თანაგუნდელს, რომელმაც მის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები