1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროკურატურამ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გამოკითხა

„კურიერის“ ექსკლუზივი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან 8 თვის თავზე პროკურატურამ ბანკის გენერალური დირექტორი პირველად გამოკითხა. ვახტანგ ბუცხრიკიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა.

უკვე დღეს კი ის გამოკითხვის დეტალებზე „კურიერთან“ არ საუბრობს, თუმცა ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ გამომძიებლებს არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა იმ მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

„ეს ეხებოდა 12 წლის წინანდელ ფაქტს, ამომწურავი ინფორმაცია გადავეცი. სამი კვირის წინ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის მოხდა შეთანხმება, ამოწურულია ეს საკითხი. ბანკი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. დეტალურ კითხვებზე გავეცი პასუხი,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"კურიერის" ინფორმაციით, წერილი ხაზარაძეს "თიბისი ბანკის" კიდევ ერთმა დამფუძნებელმა მიუტანა. "კურიერის" წყაროს ცნობით, შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო.

სკანდალური გზავნილის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.

პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად, ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები