1 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქსტატი: საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 906 ლარია, კაცის 1468 ლარი

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. საქსტატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 1202 ლარია, კაცის საშუალო ხელფასი კი 1468 ლარი.  

2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);

• მშენებლობა - 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი);

 • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი). 

ტოპ 5 სექტორი ხელფასის სიდიდის მიხედვით 

➡️პროფესიული, სამეწარმეო და ტექნიკური საქმიანობები
➡️მშენებლობა 
➡️საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები 
➡️ინფორმაცია და კომუნიკაცია 
➡️ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება ⚡️

კომენტარები

მსგავსი სიახლეები