1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სამწუხაროა, რომ მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოს ეს მსგავსი კონფლიქტებია"

 ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რეგიონში არსებობს კონფლიქტები, რომელთა გადასაწყვეტად საჭიროა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევა.

საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.

ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.

ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები