1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სკანდალი - "ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განაცხადებით, "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს  ირაკლი ალასანიას დაკავება სურდა.

"ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე უნდა დავიჭირო ირაკლი ალასანიაო. ეს ყურმოკვრით კი არ მაქვს გაგონილი, მართლა აპირებდა მის დაჭერას კაბელების საქმეზე. მარტო მე კი არ ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნალაპარაკები და პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

 საჯარო განცხადება ვაკეთებ - ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, ვერ მოუძებნა.. უმრავლესობის სხდომაზე, 80 - 90 დეპუტატის თანდასწრებით, მხოლოდ რესპუბლიკელები ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, სანამ არ არის სასამართლო ირაკლი და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და შემდეგ ასეც აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, მე ვიცი ეს საქმე, ალასანია დასაჭერია, პროკურატურამაც კი არ იცის იმდენი დეტალი, რამდენიც მე ვიციო. მოკლედ ირაკლი ალასანია მან დანიშნა მტრად. ირაკლი ალასანიას მთავრობაში დასდევდა, ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენთან კორუფციული კარტი არ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენთან მიმართებაში ჩართო პროპაგანდისტული ნიაღვარი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები