1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული - თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. შესაბამისი განცხადება წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემიდან და ასევე სხვა წყაროებიდან, არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამსიად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები