0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იწყება - გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციაა მობილიზებული

ჩამოტვირთვა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია არიან მობილიზებული.

გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.

როგორც ადვოკატმა პროცესის შემდეგ განმარტა, ეს განცხადება მოსამართლისგან გამოწვევა იყო და შემდეგ სასამართლო პროცესზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და ადამიანებისა, ვინც კირკიტაძეს პირადად უდგება თავდებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები