1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელია წულუკიანის განცხადებაზე - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელია ჟურნალისტებს თეა წულუკიანის  თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

„არ ვიცი რა ხდება, ვერ გეტყვით. თეა წულუკიანიარის გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში და ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ ვერ გავაკეთებ რაიმე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ


კომენტარები

მსგავსი სიახლეები