1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა

კობა ნარჩემაშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს და ამბობს, რომ მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში აგრძელებს:

„უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მაჟორიტარი, ამ ეტაპზე ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება იმ პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულება, რაც მაქვს მოსახლეობის წინაშე. ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ. ჯერ გარკვეულ გადაჯგუფებაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევია." განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ის ამბობს, რომ საზოგადოებაში "მესამე ძალის" მოთხოვნილებაა:

მიუხედავად იმისა, რომ დისკურსი ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ძლიერია, ზოგადად მოთხოვნილება მესამე ძალის არის საკმაოდ დიდი და ამისთვის არის ვრცელი არეალი. საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოახერხებს თავისი თავის შეთავაზებას მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ მოძველებული დღის წესრიგით, ლანძღვით, არაოპონირების რეჟიმით, ამის გაკეთება ცუდიცაადა შეუძლებელიც, რადგან მოსახლეობა ითხოვს სხვას. მოსახლეობა ითხოვს საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოსახლეობას აინტერესებს ვის როგორ შეუძლია მის წინაშე არსებული ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები