0 4 : 5 9
 | 

პოლიტიკა

ზვიად კუპრავა :"ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება"

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას პროცესი მიმდინარეობს. 

"ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს," - ეს განცხადება,  კუპრავამ, სასამართლო სხდომაზე გააკეთა. 

სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ , რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.

ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×