1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეროვნული ბანკი მეუბნება, შენ უნდა წახვიდე "თიბისიდან".. ეს არ არის შანტაჟი?!"

მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან შანტაჟზე კიდევ ერთხელ საუბრობბს. ხაზარაძემ განცხადება ამჯერად "კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით თი ბი სი-დან წასვლა მას სებ-მა მოსთხოვა:

„შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე "თიბისიდან", წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები