1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დეპუტატებს, რომლებმაც ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნებიდან“ რიცხავენ

დეპუტატებს, რომლებმაც ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნებიდან“ რიცხავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიიდან ოთარ ჩრდილელი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი გარიცხეს. 

ორი საათია, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. "კურიერის" ინფორმაციით, შეხვედრა კამათის ფონზე იმართება. 

შეხვედრის დაწყების წინ დეპუტატებმა ჟურნალისტებს განაცხადეს, რომ მათთვის განსახილველი საკითხები უცნობია. მმართველი გუნდის წევრებმა მედიასთან აღნიშნეს, რომ მათ აცნობეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში უნდა მისულიყვნენ.

„კონკრეტულად არ ვიცი, რომ შევალ ვნახავ, ვინ ესწრება და ვინ იქნება შეხვედრაზე, ვისი ორგანიზებით არის. მე სამდივნოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პარტიაში არის ჩანიშნული შეხვედრა და მოვედი,“ - აღნიშნა შესვლამდე "ოცნების" წევრმა, ლევან კობერიძემ.

დეპუტატმა რევაზ არველაძემ შეხვედრის დაწყებამდე ასევე განაცხადა, რომ არ იცის, თუ რა საკითხებზე გაიმართება მსჯელობა. მისთვის უცნობია, იმსჯელებენ თუ არა საკონსიტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ან გარიცხავენ თუ არა ვინმეს გუნდიდან. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ის პირადად გუნდის დატოვებას არ აპირებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში უკვე აღარ არიან ბექა ნაცვლიშვილი ეკა ბესელია და ელვან გოგიჩაიშვილი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები