1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ივანიშვილთან ერთად"- ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,"-ეს განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა. ეკა ბესელია გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ წუთებში ბრიფინგზე საუბრობს.

„ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რა, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, გუნდიდან წავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნა გახდა. ამასთან ერთად ბესელიას თქმით, წინა ხელისუფლების მმართელობა რეჟიმად უნდა გამოცხადებული და მან საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული კანონპროექტის ჩაგდების გამოც გააკრიტიკა.

„რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება - სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს,“ - ამბობს ბესელია. 

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები