0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძემ ​სტუდენტების ინიციატივები მოისმინა და მერიის მიერ დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები გააცნო.

"დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული,"- ნათქვამია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები