0 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.

პირისპირ შეხვედრა ელისეს სასახლეში უკვე დაიწყო.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები