1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დღეს, 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ. 

14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს პოსტის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა. 

საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები