1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მარგველაშვილისგან არ ყოფილა მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან კონსულტაციები მიდიოდა დეკანოზის შეწყალებაზე"

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მეუფე დანიელის განცხადებას პასუხობს. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის თქმით, მარგველაშვილს ჰქონდა სურვილი, შეეწყალებინა მსჯავრდებული სასულიერო პირი, რისი წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლების ჩარევით ეს შეწყალება ჩაიშალა. ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ.

„მაშინ პირადად ჩემი ინიციტივით განსაკუთრებული გარემოებით კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, რომ კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ, კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე.

მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები