1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ "- გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები