0 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი განათლების მინისტრს მწვავედ აკრიტიკებს.

ნიკა გვარამია საუბრობს მინისტრ ბატიაშვილის რეპრესიების მსხვერპლ ია კერზაიას გარდაცვალებაზე და გარდაცვლილი პედაგოგის შვილის იმ მეგობრებს მიმართავს, რომლებიც ქართული ოცნების წევრები არიან და მდუმარედ ადევნებენ თვალს "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას".
"აღარ ვაპირებ განათლების მინისტრად წოდებული ბატიაშვილის სერიოზულად განხილვას.

არავითარი რეფორმები თუ ანტირეფორმები ჩემს მიერ აღარ იქნება შეფასებული.

ამ კაცს მე აღარ განვიხილავ განათლების მინისტრად, არამედ დამნაშავედ, რომელიც არათუ თანამდებობაზე, თავისუფლებაზე არ უნდა იყოს.

მის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი - ია კერზაიას მკვლელობა.

სრული სოლიდარობა ივანიშვილის განათლების მკვლელი სისტემის მამხილებელ Bachana Shengeliaს. და სრული სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.

გავიდა თქვენს მიერ საქმეში გასარკვევად მოთხოვნილი ერთი თვე! ყველაფერი ითქვა და სახეზეა! სისტემამ ჩვენს მეგობარს დედა მოუკლა! ასე აღარ შეიძლება! თქვენს უხერხულ დუმილს ჩვენც იგივეთი ვეღარ შევხედავთ! ამოიღეთ ხმა ახლა ან სამუდამოდ დადუმდით!

George Mosidze 
Levan Koberidze
 Irina Pruidze 
Gedevan Popkhadze

ps მოხსენით თეგები, თუ ეს რამეს უშველის. აქვე ოთხივეს გიწვევთ ამ თემაზე სასაუბროდ კვირას, 23:00, კვირის აქცენტებში", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები