0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: არა მარტო ჩვენი განათლება, არამედ სახელმწიფოც ბევრად წინ წაიწევს, ე.წ. "ჰუმანიტარების" რაოდენობა მკვეთრად თუ დაიკლებს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია,  განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს მორიგი საინტერესო პოსტით ეხმაურება. 

ნიკა გვარამია, ამჯერად „ჰუმანიტარების“ რაოდენობის დაკლების აუცილებლობაზე საუბრობს და საინტერესოდ ხსნის იმას, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი...

„ამ დღეების განმავლობაში ვრწმუნდები, რომ არა მარტო ჩვენი განათლება, არამედ სახელმწიფოც ბევრად წინ წაიწევს, ე.წ. "ჰუმანიტარების" რაოდენობა მკვეთრად თუ დაიკლებს. 

ან მინიმუმ, მათ მატემატიკის საფუძვლები მაინც თუ ეცოდინებათ.არადა, დღეს მიაქვს საქართველო ჰუმანიტარებს. 

ანუ მათ, ვისი პროფესიაც ყველაზე მინიმალურადაა წარმოდგენილი ქვეყნის ერთიან ეროვნულ პროდუქტში (განსხვავებით არტისტებისგან, ვინც პროდუქტს ქმნის - დიახ, მათი შემოქმედებაც პროდუქტია) და, აქედან გამომდინარე, ყველაზე დაბალმოთხოვნადი უნდა იყოს ყველა პარამეტრით. 

მათი სამეცნიერო კვლევაც კი, ხშირად, კვლევაა კვლევისთვის და ბიბლიოთეკის მტვერს ვერ ცდება, ავტორის ინტერესის სფეროა მხოლოდ და მისი აკადემიური სტატუსის გარდა, არაფერს განაპირობებს.

მაშინ, რატომ არიან ყველაზე მეტნი? იმიტომ, რომ ყველაზე მარტივია ამ კლასტერის პროფესიებში მოხვედრა და აკადემიური კარიერის გაკეთება.

ეს, თავის მხრივ, ჰუმანიტარებში, ვის დიდ პროცენტულობას განაპირობებს, მარტო "ჭეშმარიტი ჰუმანიტარი" ვერ მიხვდება.

და მთავარი: ყველა დროის საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ქართულ "ელიტაში" - წითელი, მწვანე, მგონი შავიც - ჰუმანიტარები აბსოლუტურად დომინირებენ. 

ეს, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დასაფიქრებელი ფაქტორია განათლების კონკრეტული მიმართულების, რეალური ცოდნის, სოციალური პრეტენზიულობის და გადაჭარბებული თვითშეფასების ფაქტორების კორელაციის კუთხით.

P.S: უნებლიედ მახსენდება ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროინდელი: თქვენ ისეთი კარგი ხართ! ფილოლოგი ბრძანდებით?“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები