1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

ჩამოტვირთვა

 

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. ადგილზე ტერიტორიის დასუფთავება, ასევე ბეტონით მოპირკეთება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავიანთ ბაღებთან მისვლაზე პრობლემები შეექმნებათ.

სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან გუშინ  დაიწყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები