0 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მაინც გამრიცხავენ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს" - გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ფოფხაძემ მიზეზები განმარტა და თქვა, რომ მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.

ფოფხაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ორსაათიანი განხილვის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უნდა დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.

“ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს - ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე.

"ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო. 

მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში,“-აცხადებს ფოფხაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები