1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა"- კალაძე გედავან ფოფხაძეზე

ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც გედევან ფოფხაძის  განცხადებას გამოეხმაურა.

“პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს - შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას - ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია - შეუძლიათ დატოვონ გუნდი!“, - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები