0 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი ხელოვნების მუზეუმის შენობის ხელში ჩაგდებასა და „პანორამასათვის“ მიერთებას აპირებს

ივანიშვილს ხელოვნების მუზეუმის შენობა მიაქვს. მას შემდეგ, რაც მან პუშკინის სკვერს საკრებულოს თანხმობით მნიშვნელოვანი ნაწილი „მოახერხა“, ოლიგარქმა თვალი ე.წ. პანორამა თბილისის გვერდით მდებარე ხელოვნების მუზეუმის შენობას დაადგა.

მისი მიზანი ამ უნიკალური შენობის ხელში ჩაგდება და „პანორამასათვის“ მიერთებაა.

გეგმა ხელოვნების მუზეუმის ხელში ჩასაგდებად

ქართული ოცნების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ რომ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუზეუმი გაიხსნება.

ოლიგარქს, რომელიც თვლის რომ ამ ქვეყანაში მასზე დიდი და მასშტაბური არავინ უნდა იყოს, ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა ავლაბრის რეზიდენციის გაუქმების იდეა.

თუმცა, როგორც ჩანს, თავისი ოცნების ასრულებას, ივანიშვილი ახლა და მორჩილი ზურაბიშვილის პირობებში ცდილობს.

ოლიგარქმა ის ათონელის ჯერ კდიევ დაუსრულებელ რეზიდენციაში გამოკეტა, თავად კი, ხალხის ქონების მიერთების მორიგი გეგმა შეიმუშავა.

კერძოდ: ინტერნეტ ტელევიზია ITV.GE-ისათვის ცნობილი ხდება რომ ივანიშვილის ინიციატივით, ხელოვნების მუზეუმი, „თანამედროვე სტანდარტების“ მოტივით ავლაბრის რეზიდენციაში გადაინაცვლებს, გამოთავისუფლებულ შენობასა და ფართს კი, შუა თავისუფლების მოედანზე - კვლავ ივანიშვილი დაეპატრონება.

ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრების მიზნით, უკვე ამუშავდა როგორც თბილისის მერია, ისე ეკონომიკის მინისტრი ქობულია და პრემიერის აპარატი.

მთავრობა ამზადებს სპეციალურ კომბინაციას, რომელიც ავლაბრის უნიკალური რეზიდენციის მუზეუმად გადაკეთებას, თავისუფლების მოედნიდან ხელოვნების მუზეუმის გადატანასა და არსებული შენობის გაყიდვა-გასხვისებას ითვალისწინებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი ახირებული ოლიგარქი, რომელმაც უკვე წაიღო ბოტანიკური ბაღის ნაწილი, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია, შავი ზღვის მრავალი კილომეტრი, მიაქვს აბასთუმნის საუკეთესო ადგილები, აკონტროლებს პორტებს, რკინიგზას, მსხვილი ბიზნესის უდიდეს ნაწილს, მალე ხელოვნების მუზეუმის გადარგვასა და მისი ამჟამინდელი შენობის მიტაცებას აპირებს.

ივანიშვილის ოჯახი, ხალხის ქონებით მდიდრდება მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მისი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის გამო ან ქვეყნიდან გარბიან ან სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები