0 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - რეებს ბოდიალობთ?! რომ გეუბნებით არ გესმით?! თუ გინდათ იტალიურად გეტყვით

რა თბილისის ბიუჯეტი?! რეებს ბოდიალობთ?! თბილისის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება?! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

კითხვა „ქართული ოცნების“ ვაკის ოფისიდან დაკარგულ გარკვეულ თანხებს შეეხებოდა. თბილისის მერმა განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არიან თუ არა დაკავებულები, თბილისის მერისთვის უცნობია.

ჟურნალისტმა კალაძეს კვლავ მიმართა კითხვით, რომ თანხა სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო არჩევნებში დასაქმებული აქტივისტების, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასაფინანსებლად, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, როგორ მოხდა შემდეგ ამ თანხის შევსება.

„ვერ გეტყვით. შეგიძლიათ ჰკითხოთ, იქ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ვიცი. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. რომ გეუბნებით არ გესმით?! თუ გინდათ იტალიურად გეტყვით“, – განაცხადა კალაძემ.

მას ასევე კითხვით მიმართეს, შევსება მოხდა თუ არა თბილისის ბიუჯეტიდან.

„რა თბილისის ბიუჯეტი?! რეებს ბოდიალობთ?! თბილისის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება?! შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ფულით კერძო ადამიანის მიმართ?! არასერიოზულად მესაუბრებით და ხომ არ ვიჭორავებთ“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები