0 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან მოსამართლეთა სიას აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან მოსამართლეთა სიას აკრიტიკებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სია პარლამენტის მიერ განხილული არ უნდა იყოს. 

„ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის დაკავშირებული ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაციასთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სია, რა ფორითაც არის წარმოდგენილი დღეს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ეს სია არ უნდა იყოს განხილული იმიტომ, რომ ეს სია წარმოდგენილია, პირველ რიგში, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რაც გარკვეულ ნდობას გაგვიჩენდა, თუნდაც ამ პროცესის და წარმოდგენილი სიის მიმართ,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები