0 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარიას პოლიციელებმა ერთმანეთი სცემეს

ვანში ერთერთ რესტორანში პოლიციელებმა ერთმანეთი სცემეს. შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ რომ "აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო".

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. 

 ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება“, – აცხადებენ შსს-ში.  

რუსეთის მოქალაქე გახარიას უწყებას მოძალადე პოლიციელები არ დაუკავებია. 
 როგორც ჩანს, გახარია მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს დასდევს. 

მაგალითად, მან ინაუგურაციის დღეს, ჯერ უკანონოდ ჩაუხერგა გზა ოპოზიციას, შემდეგ პროვოკაცია მოაწყო და ბოლოს, პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით, ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივანი, დავით კირკიტაძე დააკავა. 

 ხოლო, როცა შსს-ს მოქმედმა პოლიციელებმა ერთმანეთს თავ-პირი დაამტვრიეს, გახარიამ ისინი კი არ დაიჭირა, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. 

 თუნდაც 11 იანვარს მომხდარი ეს ფაქტი ადასტურებს იმ გარემოებას რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ივანიშვილმა, გახარიას, კირკიტაძე მეორე ტურში რუსთავის მოგების გამო დაასჯევინა და არა ველისციხესთან პოლიციელების მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები