0 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პარლამენტის თავმჯდომარემ კეთილი ინებოს და აუხსნას, რომ მოსამართლეთა სია უნდა გაიწვიონ"

პარლამენტის თავმჯდომარემ კეთილი უნდა ინებოს და აუხსნას იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ პარლამენტში შემოტანილი სია მათ უნდა გაიწვიონ - ამ განცხადებას უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეების თემაზე საუბრისას აკეთებს. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემებით იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი სია ვერ გადის და მას მხარდაჭერა არ აქვს. 

"ჩვენ ვხედავთ ჩვენი სასამართლოს მომავალს იმ ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოთი, რომლებიც არიან დაცლილი ყველანაირი გავლენებისაგან, არ არიან დისკრედიტირებულები, შეუძლიათ თავისუფალი აზროვნება, არასდროს არ ყოფილან სხვების სამსახურში, არასდროს არ გაუუბედუერბიათ ადამიანები და არ ყოფილან დაკვეთის ქვეშ. ჩვენ ასეთ სასამართლოს მომავალს ვხედავთ და ვხედავთ სასამართლოს ამ ადამიანების გარეშე, მის გარეშე (სერგო მეთოფიშვილი), ჩინჩალაძის გარეშე ვხედავთ...

დღევანდელი მოცემულობით ეს სია ვერ გადის და რაზეც უნდა იყოს საუბარი, ეს უნდა იყოს სასწრაფოდ სიის გაწვევაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კეთილი უნდა ინებოს და აუხსნას იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ პარლამენტში შეტანილი სია მათ უნდა გაიწვიონ" განუცხადა ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები