1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სკანდალი: ივანიშვილმა საქართველოში რამდენიმე ტონა კანაფის თესლი შემოიტანა

ოლიგარქმა, რომელიც სოფლის მეურნეობის აყვავებას გვპირდებოდა, საქართველოში, მარიხუანას პლანტაციების მოშენების მიზნით, აზიის ქვეყნებიდან რამდენიმე ტონა კანაფის თესლი შემოიტანა. 

როგორც ჩანს, სწორედ ამ გარემოებით იყო გამოწვეული ის, რომ ფრაქციის ბოლო სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის უკან დაბრუნება და მიღება დაავალა.  

მარიხუანას კულტივაციის თაობაზე, კანონპროექტი ივანიშვილის დაკვეთით მომზადდა და პარლამენტშიც დარეგისტრირდა, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის და საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო, მეორე ტურის წინ უკან გაიწვიეს. 

 მაშინ, ივანიშვილი აცხადებდა რომ "ამ ბიზნესით 500 პროცენტიანი მოგება" და დამატებით ორი მილიარდი დოლარის შოვნა შეიძლებოდა. ოლიგარქი, რომელსაც ლამის მთელი საქართველო ჯიბეში უდევს, ამ საყოველთაო სიღარიბის ფონზე, პირადი ინტერესების მიზნით, ვაზის ქვეყნის ნარკო-კარტელად გადაქცევას ცდილობს.

კანაფის კულტივაციის თემა და "მოწეული მოსავლის" გასაღების ბაზრების მოძიება მან ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს დაავალა, რომელიც ამ გაგანია გრიპის ეპიდემიის დროს ივანიშვილის ბიზნეს-იდეების რეალიზაციით არის დაკავებული. 

 ეს მაშინ, როდესაც კორუმპირებული ჯანდაცვის სისტემის, სერგეენკოს დაუდევრობისა და მოუმზადებლობის გამო, უკვე 14-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა გრიპით - მათ შორის ახალგაზრდებიც. 

რაც შეეხება კანაფის თესლს, მილიარდელმა ის ეტაპობრივად და ნახევრად საიდუმლო ვითარებაში შემოიტანა, სავარაუდოდ, სამეგრელოს რეგიონში ნაყიდი ასობით ჰექტარზე დათესვის მიზნით.

 P.S: ზოგადად, ივანიშვილის ტვირთები საბაჟოზე ხელშეუხებელია. მათი ნაწილი განბაჟების სისტემის გვერდის ავლითაც კი შემოდის ქვეყანაში. მათ შორის არის როგორც ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტები, ისე სარიტუალო ატრიბუტიკაც, რაც მილიარდელს მოთხრილ-გადარგულ ხეებთან ერთად, 120 წლამდე სიცოცხლეში უნდა დაეხმაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები