0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სერგეენკო: "სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი შემცირებულია, პირბადეების დეფიციტი აღმოიფხვრა"

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა ამ დროისათვის არ არსებობს და ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

„სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 200-ით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე აიღო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და რომლებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. თუკი იყო 420, დღევანდელი მდგომარეობით არის 602. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები