1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს"

ივანიშვილის განცხადების შინაარსი ნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია მასთან იყო შეთანხმებული, - ასე აფასებს ივანიშვილის განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს სია იყოს მხარდაჭერილი.

„ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება. დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს. ეს არის საჩვენებელი ყველასთვის, რომ ყველა, ვინც გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, იქნება დასჯილი. ფაქტია, რომ ეს იყო პრევენციული ნაბიჯი სხვებისთვის",- აღნიშნა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები