1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისის მერს 21 წლის წინ გარდაცვლილი მომღერალი ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა

ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას 1997 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა. 

 მერი გარდაცვლილი მომღერლის მეუღლეს, მარინა მაჭავარიანს შეხვდა. შეხვედრის დროს ჭიღვარიამ მომღერალი მოიკითხა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. 

 აღნიშნული ფაქტი "ქუთაისი თუდეისთან" თავად მომღერლის მეუღლემ დაადასტურა. აღსანიშნავია რომ ჭიღვარია მსგავსი სკანდალური ფაქტებით გამოირჩევა. მან ქუთაისის ცნობილ "თეთრ ხიდზე" ტერენტი გრანელის ლექსი, "აღსარება ქუთაისს" ამოატვიფრინა და ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერინა. 

 გარდა ამისა, მერმა ჭიღვარიამ მხატვარ ლევან გოგიტიძეს თავისი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. მხატვარმა ქუთაისის მერი დახატა და მისი პორტრეტი იტალიის ქალაქ კოზენცოში გამართულ ვორქშოპზე გამოფინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები