1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,არ მინდა, ვიფიქრო, რომ ირაკლი კობახიძემ შეგნებულად დანიშნა ფრაქციის სხდომა მაშინ, როცა არ ვიყავი საქართველოში"

არ მინდა, ვიფიქრო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეგნებულად დანიშნა ფრაქციის სხდომა მაშინ, როცა მე არ ვიყავი საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირველ არხს განუცხადა.

ბესელიას თქმით, ის ახლა სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსში იყო.

„არ მინდა, ვიფიქრო, რომ მან შეგნებულად დანიშნა ასეთ დროს სხდომა, როცა არ ვიყავი საქართველოში. ფრაქციას ვაცნობე, რომ თუ საკითხები ეხება ჩემთან დაკავშირებულ მოვლენებს, მსურს, ჩემი თანდასწრებით მოხდეს ამ საკითხების განხილვა, რაც ეთიკური იქნებოდა. არ ვიცი, რატომ დაიგეგმა ასე“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მისთვის „ქართული ოცნების“ ფრაქციის დღევანდელი სხდომის შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილებები ცნობილი არ არის.

„შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც ვიცი, რაც სიმართლეა და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რისი დამახინჯების მცდელობასაც ვხედავ, დიახ, ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასა და სიებს.  სწორედ ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები