0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შარშან 4 ბინა და 1 მიწის ნაკვეთი იყიდა

პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა 2018 წელი უძრავი ქონების შეძენას მოახმარა. 

მმართველი პარტიის დეპუტატმა ახალი დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც 4 ბინის და 1 მიწის ნაკვეთის შეძენა მიუთითა. 

მცირე ზომის 3 ბინა თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე 1 კორპუსში მდებარეობს. 1 ბინა კი, ბაკურიანშია. უძრავი ქონების პორტფელშია სოფელ თხინვალაში 90 000 დოლარიანი მიწის ნაკვეთიც. 

ჯამში, დავით მათიკაშვილმა უძრავ ქონებაში 2018 წელს 210 000 დოლარი (დაახლოებით, 0.5 მლნ ლარი) დააბანდა. 

რა შემოსავალი ჰქონდა მათიკაშვილს 2018 წელს მომავალ დეკლარაციაში გამოჩნდება. 2017 წელს მისი ოჯახის შემოსავალი 115 000 ლარს აღემატებოდა. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეპუტატმა უძრავი ქონების შესაძენად მამის საჩუქრი გამოიყენა. 2017 წლის დეკლარაციით, მათიკაშვილს მამამ 120 000 დოლარი აჩუქა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები