1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვიდეოკადრები აქციიდან - კახეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ჩამოტვირთვა

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გურჯაანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ თელავამდე ფეხით მივიდნენ. 

ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება. 

დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს. მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი. როგორც დაშავებული ამბობს, მას ფიზიკურად ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. 

ველისციხის-ყვარლის გადასახვევთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ორი ჯგუფი უპირისპირდება. იმის მიუხედავად რომ სამართალდამცველები იმყოფებიან, ისინი კონფლიქტის განმუხტვაში არ ჩართულან. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ელოდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. 

"ტურებივით დაესხნენ თავს. ეს არის სახე ქართული ხელისუფლების. დაესია 30 კაცი ერთ კაცს და ხელკეტებით სცემეს. იქით არის პოლიცია, აქეთ არიან კრიმინალები,"-განაცხადა დიმიტრი შაშკიანი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები