1 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საპატრულო პოლიციამ ოპოზიციის კოლონებს გომბორის უღელტეხილთან გზა გადაუკეტა

ჩამოტვირთვა

საპატრულო პოლიციამ ოპოზიციის კოლონებს გომბორის უღელტეხილთან გზა გადაუკეტა . 
სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა საპროტესტო აქცია თელავში არ გაიმართოს.

„ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ - აღნიშნა კირკიტაძემ.

ავტომობილების კოლონამ ამ წუთებში თელავისკენ გააგრძელა გზა, თუმცა არა გომბორის უღელტეხილის, არამედ გურჯაანის გავლით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები