1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო" - მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

 მარნეულის ყოფილი მერი , თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ახლა უკვე ის გეგმავს, რომ სარჩელით სასამართლოს მიმართოს.

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული თემურ აბაზოვი გუშინ პატიმრობიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მინდა, საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო,“- განაცხადა აბაზოვი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები