1 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ამდენი რამე დაარღვიე? - კარგი, შეგრჩა, მაგრამ..." - მარგველაშვილი არჩევნებზე

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა, თუმცა მისივე თქმით, არსად არ ისმის კითხვა არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

მარგველაშვილმა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ პირველად კავკასიის ისტორიაში, დაისვა კითხვა, რომ სომხეთი არის უფრო დემოკრატიის მატარებელი, ვიდრე საქართველო. 

"მივედით ამ წერტილამდე. ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები. ჩვენი პრიორიტეტი რითიც ჩვენ თავს ვაწონებდით იყო და არის ჩვენი დემოკრატია. ამ ფონზე უნდა ვიყოთ ადკევტურები, ადეკვატურობა ნიშნავს დაინახო რეალობა- ეს გააკეთე? ამდენი რამე დაარღვიე? - კარგი, შეგრჩა, მაგრამ შეგრჩა ნიშნავს იმას და გავიაზრე ნიშნავს იმას, რომ მე ამას დიდი თავმოწონებით კი არ ვამბობ, ვამბობ, რომ მივხვდი, რომ დავაშავე, დღეის ამას იქეთ მე ამას არ გავაკეთებ, გადავდგამ ნაბიჯებს  იმისთვის, რომ ესეთი რამე მეტი არ მოხდეს, მოვუსმენ ოპონენტებს, მოვუსმენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით" განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები